“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებმა “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” კლინიკური პრაქტიკა გაიარეს
“ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებმა “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ კლინიკური პრაქტიკა გაიარეს.
კონკურსის წესით შერჩეულმა სტუდენტებმა “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ სხვადასხვა განყოფილებაში გამოცდილი სპეციალისტების ზედამხედველობით პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს და კლინიკის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.
სტუდენტებს კლინიკური პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები კლინიკის დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ, “ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ნათია ჯოჯუამ და დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ხელმძღვანელმა თინათინ გოგნაძემ გადასცეს.
კლინიკური პრაქტიკის პროგრამა შემდეგი აკადემიური წლიდან გაგრძელდება და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს კვლავ ექნებათ საშუალება შესარჩევ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა.
-
გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირებაზე სტუდენტებისთვის განაცხადების მიღება დაიწყო – ღონისძიება „ევროპის უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ ქორეოგრაფიული ანსამბლი რუმინეთში, XIV საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობდა
by ევროპის უნივერსიტეტი