„ევროპის უნივერსიტეტისა“ და „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ ორგანიზებით, მასწავლებლებისთვის ტრენინგი გაიმართა
„ევროპის უნივერსიტეტისა“ და „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ ორგანიზებით, საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის ონლაინ ტრენინგი – „გაკვეთილის დაგეგმვა და შეფასება“ ჩატარდა.
უნივერსიტეტის მიერ 15 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტრენინგს „ევროპის უნივერსიტეტის“ აფილირებული ასისტენტ-პროფესორი და სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგცენტრის ტრენერი მარიამ რამინაშვილი ხელმძღვანელობდა.
ტრენინგის მიზანი მასწავლებელთა პროფესიული უნარების გაძლიერება იყო.
შეხვედრას 130-მდე მასწავლებელი, ქვეყნის 55 სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლიდან ესწრებოდა.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები უკეთ გაეცნენ:
- გაკვეთილის ეფექტიან დაგეგმვას
- SMART მიზნების ჩამოყალიბებას
- შეფასების თანამედროვე მიდგომებს
სესია თეორიულ ნაწილს, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და განხილვებს მოიცავდა.
მონაწილეებმა იმუშავეს ერთიან სასწავლო პროცესზე, სადაც სწორად დაგეგმვა და შეფასება ხელს უწყობს პროგრესს და ხარისხიან უკუკავშირს.
შეხვედრა ასევე მოიცავდა პრაქტიკულ აქტივობებს:
- გაკვეთილის დაგეგმვის შედგენა
- შეფასების რუბრიკის შექმნა
ტრენინგზე დასწრების შემდეგ ყველა მონაწილეს ორენოვანი სერტიფიკატი გადაეცა.
-
„ევროპის უნივერსიტეტი“ ბათუმში გამართულ ფესტივალში – „მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის“ მონაწილეობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები AMSE-ის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ხელმძღვანელმა AMEE-ის კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა
by ევროპის უნივერსიტეტი