„ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ხელმძღვანელმა AMEE-ის კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა
„ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ხელმძღვანელი თინათინ გოგნაძე ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო.
უნივერსიტეტის მიერ 2 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონფერენციაზე თინათინ გოგნაძემ პოსტერული მოხსენება – „ინკლუზიური სწავლება მულტიკულტურულ სამედიცინო გარემოში“ წარადგინა.
მას შესაძლებლობა ჰქონდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, სამედიცინო განათლების უახლეს მიდგომებსა და მათი სასწავლო კურიკულუმში ეფექტიანად დანერგვის გზებზე ემსჯელა.
კონფერენციაში მონაწილეობამ ხელი შეუწყო საერთაშორისო აკადემიური გამოცდილების გაზიარებას და სამედიცინო განათლების სფეროში არსებული თანამედროვე პრაქტიკების გაცნობას.
აღნიშნული გამოცდილება მნიშვნელოვანია „ევროპის უნივერსიტეტში“ ინკლუზიური და სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით.
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ დაიწყო „კავკასიის მეორე რეგიონული კურსი ნეიროეპიდემიოლოგიაში“
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ ერაზმუსის დღეები აღინიშნა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის პირველკურსელებისთვის კახეთში გასვლითი ტური მოეწყო
by ევროპის უნივერსიტეტი