„ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები AMSE-ის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, ნათია ჯოჯუამ და დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ხელმძღვანელმა, თინათინ გოგნაძემ 10–12 სექტემბერს ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) 2026 წლის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
უნივერსიტეტის მიერ 12 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონფერენცია ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, ვილნიუსის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მასპინძლობით გაიმართა და აკადემიური მედიცინის წინაშე არსებული თანამედროვე გამოწვევების, სამედიცინო განათლების, კვლევისა და პაციენტზე ზრუნვის განვითარების საკითხებს დაეთმო. AMSE 2026-ის მთავარი თემა კი „Academic Medicine Under Pressure in Times of Uncertainty: Education – Research – Patient Care“ იყო.
„ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლებმა კონფერენციის ფარგლებში ორი პოსტერული მოხსენება წარადგინეს. ამასთან, როგორც AMSE-ის ინსტიტუციური წევრი, „ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ნათია ჯოჯუა დაესწრო AMSE-ის გენერალურ ასამბლეას, რომელიც კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ დაიწყო „კავკასიის მეორე რეგიონული კურსი ნეიროეპიდემიოლოგიაში“
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ ერაზმუსის დღეები აღინიშნა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის პირველკურსელებისთვის კახეთში გასვლითი ტური მოეწყო
by ევროპის უნივერსიტეტი