GE

“ევროპის უნივერსიტეტში” მულტიკულტურული ფესტივალი გაიმართა

28 ივლისს “ევროპის უნივერსიტეტში” წლის ყველაზე ფერადი და მუსიკალური საღამო მულტიკულტურული ფესტივალი გაიმართა.

“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტური საცხოვრებლის ეზოში სტუდენტები 70-ზე მეტი ქვეყნიდან იყვნენ წარმოდგენილი და ერთმანეთს საკუთარი კულტურა დიდი სცენიდან გაუზიარეს.

ფესტივალი “ევროპის უნივერსიტეტის“ ქართულმა ქორეოგრაფიულმა ცეკვის ანსამბლმა გახსნა, რის შემდეგაც ღონისძიება უცხოელმა სტუდენტებმა სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ნომრებით გააგრძელეს.

მულტიკულტურულ ფესტივალზე ასევე წარდგა “ევროპის უნივერსიტეტის“ პოპჯგუფი “გამორჩEUლი”.

ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელია პაატა ხურცილავა, “გამორჩEUლის” კი თამარ გულუა.

ღონისძიებას უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი თამარ ზარგინავა უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.

თამარ ზარგინავამ მონაწილე სტუდენტებს ორგანიზებულობისა და ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

“მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს უცხოელი სტუდენტების ადგილობრივ საზოგადოებასთან ინტეგრაციას, ჩვენი მიზანიც ეს არის. ამ საღამოს ფარგლებში 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთი ქვეყნების კულტურას, რაც მნიშვნელოვანია. “ევროპის უნივერსიტეტი” კიდევ არაერთ აქტივობას დაგეგმავს და განახორციელებს იმისთვის, რომ ჩვენმა სტუდენტებს ხარისხიან განათლებასთან ერთად, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის მეტი საშუალება მივცეთ”, – განაცხადა თამარ ზარგინავამ.

ღონისძიებას სპეციალურად მოწვეული სტუმარი, ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია უძღვებოდა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური