„ევროპის უნივერსიტეტში”, უნივერსიტეტისა და საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ესეების კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება
დღეს, 21 მაისს, 15:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტში”, უნივერსიტეტისა და საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ესეების კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
კონკურსი თემაზე “საქართველოს ევროპული მომავალი“, “ევროპის დღეები 2021“-ის ფარგლებში ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ მე-11 – მე-12 კლასის მოსწავლეები, როგორც კერძო, ასევე საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან, საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონიდან.
კონკურსის მიზანს ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია და მოსწავლეებში ევროინტეგრაციის პროცესებისადმი, ევროპულ ოჯახთან საქართველოს დაახლოების მნიშვნელობისადმი ცნობადობის ამაღლება, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის, როგორც ევროპული ღირებულებების გააზრება წარმოადგენდა.
სპეციალურად მოწვეული კომისიის ჩართულობით კი გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც „ევროპის უნივერსიტეტისგან” და საფრანგეთის საელჩოსგან პრიზები გადაეცემათ.
ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს საფრანგეთის კომპოზიტორთა ასოციაციის წევრი, კომპოზიტორი, პიანისტი – ნიკა ნიკვაშვილი, სოპრანო – მარიამ როინიშვილი და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ორკესტრი კამერული შემადგენლობით.
აღსანიშნავია, რომ პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ღონისძიება კოვიდრეგულაციების დაცვით გაიმართება და მას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები და „ევროპის უნივერსიტეტის” ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.
მისამართი: თბილისი (0189), „ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის კორპუსი, სარაჯიშვილის ქ. 17.
-
“ევროპის უნივერსიტეტში” თვალის უახლესი ლაზერული ტექნოლოგიის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ მე-5 საერთაშორისო კონფერენცია „განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია“ ICETI 2025 გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
“ევროპის უნივერსიტეტის” ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი საერთაშორისო ფორუმს “FoResorts – 2025” დაესწრო
by ევროპის უნივერსიტეტი