GE

ევრორგიონული სასწავლო უნივერსიტეტში ორგანიზაცია AIESEC in Georgia-ს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დღეს 13:00 საათზე ევრორგიონული სასწავლო უნივერსიტეტის თბილისის კორპუსში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ორგანიზაცია AIESEC in Georgia-ს წარმომადგენლებთან.

კომპანიის წარმომადგენელმა სტუდენტებს გააცნო მოხალისეობრივ და პროფესიულ გაცვლით პროგრამების პირობები , რომლებსაც AIESEC in Georgia მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ.

AIESEC (აისეკი) მსოფლიოს უდიდესი ახალგაზრდული ორგანიზაცია, წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას ახალაგაზრდებისათვის, რომელიც ეხმარება მათ აღმოაჩინონ და განავითარონ საკუთარი პოტენციალი, რათა იქონიონ დადებითი გავლენა საზოგადოებაზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური