GE

ვირჩევ უნივერსიტეტს: ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი (058)

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი  საქართველოსა და ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთ წარმატებულ სასწავლებლად ითვლება. აქ საერთაშორისო სტანდარტების 17 აკრედიტებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა ფუნქციონირებს, სადაც 1000-ზე მეტი ქართველი და უცხოელი სტუდენტი სწავლობს.

აირჩიე პირველ და მეორე პრიორიტეტად ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი (058) და შეიმცირე სწავლის საფასური 10%-ით !

შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსებით აბიტურიენტს საშუალება აქვს სწავლის გადასახადზე დამატებით 70%-მდე შეღავათი მოიპოვოს.

იხილეთ დაწვრილებითი ინფორმაცია ERSU-ს გრანტების და შეღავათების შესახებ

ნოდარ თათვიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი –“ევრორეგიონული უნივერსიტეტი ცდილობს მოერგოს სტუდენტის ინდივიდუალურ საჭიროებას და კომფორტული სასწავლო გარემო შეუქმნას იმაში, რომ სტუდნეტებს მორგებული სწავლის გადასახადი, ფინანსური შეღავათები და სტიპენდიები შესთავაზოს.”

წარმატებული სტუდენტებისთვის უნივერსიტეტში მოქმედებს სტიპენდიები – 150,100 და 50 ლარის ოდენობით.  ხოლო, ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ხუთ სტუდენტს  რექტორის სტიპენდია 200 ლარის ოდენობით გადაეცემა.

შეარჩიე შენთვის სასურველი ევრორეგიონული სასწავლო უნივრსიტეტის საბაკალავრო ან სამაგისტრო სასწავლო პროგრამა (2018/2019)

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს უნივერსიტეტი დასაქმებაში და სტაჟირების გავლაში ეხმარება

ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში ყველა მეოთხე კურსელი სტაჟირებას გადის. კურსდამთავრებულთა საზოგადოებაში ინტეგრირების მიზნით უნივერსიტეტში კარიერის ხელშემწყობის ცენტრი  ფუნქციონირებს. ცენტრი ეხმარება სტუდენტებს სასურველი სამსახურის მოძიებასა და მუშაობის დაწყებაში, ხშირად უნივერსიტეტი თავის სტუდენტებს ადგილზევე ასაქმებს.

ალიკა კუპრავა, მოწვეული ლექტორი –პროფესიის არჩევის ყველაზე ლიბერალური მიდგომა, სტუდენტზე ორიენტირებული გარემო და არაფორმალური განათლების მიღების ხელშემწყობი დამატებითი აქტივობები – ეს არის  ის ძირითადი მიზეზები, რატომაც აბიტურიენტმა უნდა ჩაააბროს ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში!”

ERSU-ში მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება გელოდებათ!

საინტერესო საღამოები, ლექციები და სხვადასხვა გასართობი პროექტები. სტუდენტური თვითმართველობა და უნივერსიტეტის სტუდენტური ლიგა ბევრ სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ.

ევრორეგიონულ უნივერსიტეტში სტუდენტის მიერ შეთავაზებულ თითოეულ იდეას ყურადღებით ისმენენ და აფინანსებენ.

ლაშა მაჭავარიანი, სტუდენტური ლიგის ხელმძღვანელი -“ერსუ-ში მაქსიმალურად ვცდილობთ სტუდენტებს ხალისიანი და პოზიტიური განწყობა შევუქმნათ, რაც მათ დაღლისა და მოდუნების საშუალებას არ მისცემს.რატომ უნდა გადაწყვიტოს სტუდენტმა ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში სწავლა? მაღალი ხარისხის განათლებისთვის, მეგობრული და  სასიამოვნო გარემოსათვის – ეს მიზეზები, მე ვფიქრობ, სრულიად საკმარისია.

ჯანსაღი ცხოვრების სტილის ჩამოყალიბება ERSU-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიზნით, შექმნილია სპორტული გუნდები, ფეხბურთის, ფრენბურთის, კალათბურთის, რომლებიც მონაწილეობას იღებენ შეჯიბრებებში, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს მასშტაბით.

სპორტისა და ხელოვნების დარგში ან სტუდენტურ ცხოვრებაში აქტიურობისთვის წარმატებულ სტუდენტებს უნივერსიტეტი სწავლის საფასურზე10%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.  ფასდაკლება იმოქმედებს იმ სტუდენტებზეც, ვინც მობილობით გადაწყვეტს აქ სწავლის გაგრძელებას.

ფრიდონ გიგანი, კურსდამთავრებული – ძალიან შემიწყო ხელი უნივერსიტეტმა ვყოფილიყავი აქტიურ სპორტში და ამავდროულად, მიმეღო განათლება.როდესაც ტურნირებში ვიგებდი, უნივერსიტეტი სტიპენდიასაც კი მაძლევდა. ვფიქრობ, ევრორეგიონული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები მზად არიან იმუშაონ ნებისმიერ დაწესებულებაში თავისი პროფესიით.”

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება აქვთ ჩაერთონ გაცვლით პროგრამებში.

უნივერსიტეტი თანამშრომლობს –  ოქსფორდის და ლონდონის (ინგლისი), ვარშავის (პოლონეთი), ტეხასის (ა.შ.შ), პრაღის (ჩეხეთი), ბაქოს (აზერბაიჯანი), ერევნის (სომხეთი), კიშინოვის (მოლდავეთი) უნივერსიტეტებთან,  იხილეთ უცხოელი პარტნიორი უნივერსიტეტების სრული ჩამონათვალი.

გიორგი კინოიანი, სტუდენტი –ლექტორებს, რომლებიც აქ კითხულობენ ლექციებს საკმაოდ დიდი და მყარი გამოცდილება აქვთ თავიანთ სფეროში… არჩევანში არ შევმცდარვარ…”

 

ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტს გააჩნია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სხვა უამრავი მიზეზი, რის გამოც, ნამდვილად ღირს აქ სწავლაზე დაფიქრება.

 

 

შეარჩიე შენთვის სასურველი ევრორეგიონული სასწავლო უნივრსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო სასწავლო პროგრამა (2018/2019)

R

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური