GE

”ფსიქოლოგია იურისტებისთვის” – ტრეინინგი სტუდენტებისათვის

7-დამ 11 მაისის ჩათვლით, იუსტიციის სასწავლო ცენტრში სამართლის სკოლა – „ფსიქოლოგია იურისტებისთვის” ჩატარდება.

სამართლის სკოლა მომავალ იურისტებს პარქტიკული ფსიქოლოგიის საკითხებში ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ თემებს, როგორიცაა, ეფექტური კომუნიკაცია იურისტის პროფესიულ საქმიანობაში; პიროვნებისა და ქცევის ფსიქოლოგია; დევიაციური ქცევის ფსიქოლოგია; არასრულწლოვანთა ფსიქოლოგია; ნაფიც მსაჯულთა ფსიქოლოგია და სხვა. აღსანიშნავია, რომ იურისტისათვის ამ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხებს საუნივერსიტეტო პროგრამები და კურიკულუმები არ ითვალისწინებს.

სამართლის სკოლის პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება, რაც გულისხმობს იმას, რომ მასში მონაწილეობის მიღება სხვადასხვა ქალაქის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეეძლოთ. 510 აპლიკანდიტან გასაუბრების გზით შეირჩა 25 სტუდენტი, რომელიც მონაწილეობას იღებს სამართლის სკოლაში.

სამართლის სკოლა – “ფსიქოლოგია იურისტებისთვის” ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციისა და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის თანამშრომლობით ხორციელდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური