„გადავალთ აქტიურ ფაზაში“ – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფცია მთავრობას უახლოეს დღეებში წარედგინება
ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის დოკუმენტი უახლოეს დღეებში მთავრობას გადაეგზავნება.
საკითხზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ისაუბრა, თუმცა არ დაუკონკრეტებია სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრების პარალელურად, შეიცვალა თუ არა კონცეფციის პირველადი დოკუმენტი.
დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, ზოგადი განათლების საფეხურზე დაგეგმილი ყველა ცვლილება საკანონმდებლო დონეზე უნდა განხორციელდეს.
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
“ყველა, ვისთანაც კი გვქონდა კომუნიკაცია, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები მხარს უჭერენ რეფორმის განხორციელებას, აფასებენ მას, როგორც დროულს, აქტუალურს და სასიცოცხლოდ საჭიროს. ამიტომ, ჩვენ უახლოეს დღეებში, მთავრობას წარვუდგენთ რეფორმის კონცეფციის დოკუმენტს განხილვისა და დამტკიცებისთვის და მას შემდეგ, რაც მთავრობის დადგენილებით ეს დოკუმენტი დამტკიცდება, ჩვენ უკვე აქტიურ ფაზაში გადავალთ”, – განაცხადა გივი მიანაძემ ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ.
ასევე იხილეთ:
-
„სექტემბერში უმაღლესი განათლება გაიაფდა, საშუალო განათლება კი გაძვირდა“ – საქსტატის უახლესი მონაცემები
by ARIS.GE-განათლება
-
2030 წლისთვის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულთა რაოდენობა 70 ათასამდე უნდა გაიზარდოს – კიდევ რა გეგმა აქვს მთავრობას
by პროფესიული განათლების ამბები
-
მოსწავლის შეფასება – ყველაფერი, რაც მშობელმა სკოლის ან პედაგოგის ვალდებულებებზე უნდა იცოდეს
by ARIS.GE-განათლება
