გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელსაც აბიტურიენტები, სტუდენტები და საგანმანათლებლო საზოგადოება უნდა იცნობდეს
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით, განახლდა მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი, რომელიც ჯანდაცვის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ შემუშავდა. უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი წარმოადგენს მედიცინის აკადემიური განათლების სტანდარტს.
დარგობრივი დოკუმენტის საფუძველზე, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ დარგობრივი მახასიათებლის დამტკიცებიდან 6 თვის ვადაში სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში სამოქმედო გეგმის წარდგენა, თუ როგორ აპირებენ განახლებულ დარგობრივ მახასიათებელთან მათი საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობაში მოყვანას.
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, დარგობრივ მახასიათებელში ასახული ცვლილებები ძირითადად ეხება შემდეგ საკითხებს: უცხოენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის წინაპირობებს; უცხოენოვან საგანმანათლებლო პროგრამაში ქართული ენის სწავლებას; დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დადგინდა უცხოენოვან საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული ადამიანური რესურსისთვის; დაზუსტდა საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგები, სწავლა-სწავლებისა და შეფასების მეთოდები; განისაზღვრა მატერიალურ რესურსებთან და ასევე კლინიკურ სწავლებასთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნები.
განახლებული უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის დოკუმენტს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე
რაც შეეხება აუდიტორია, ვისი ინტერესის საგანიც შესაძლოა, ეს დოკუმენტი იყოს, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი განმარტავს, რომ წინამდებარე დარგობრივი მახასიათებლის გაცნობა რეკომენდებულია: აბიტურიენტთათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მედიცინის შესწავლით; სტუდენტთათვის, რომლებიც სწავლობენ მედიცინის ერთსაფეხურიან საგამანათლებლო პროგრამაზე; უცხოელ სტუდენტთათვის, რომელთაც გაცვლითი პროგრამებისა და პროექტების ფარგლებში განზრახული აქვთ, სწავლა განაგრძონ საქართველოში მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება-განვითარებასა და განხორციელებაში ჩართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალისთვის; დამსაქმებელთათვის, რომლებიც დაინტერესებული არიან წინამდებარე დარგობრივი მახასიათებლის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმებით; განათლების სფეროს ექსპერტთათვის, რომლებსაც პერიოდულად ევალებათ წინამდებარე დარგობრივი მახასიათებლით დაფარულის წავლის სფეროს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება, მონიტორინგი ან აკრედიტაციის მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა; აკრედიტაციის, ავტორიზაციისა და აპელაციის საბჭოს წევრებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებისა და აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, 8 დეკემბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, განახლებული დარგობრივი მახასიათებელი ძალაში შედის დამტკიცებისთანავე, გარდა იმ ჩანაწერებისა, რომელთა ძალაში შესვლის განსხვავებული ვადებიც გათვალისწინებულია და მითითებულია დარგობრივ მახასიათებელში.
ასევე იხილეთ:
- ცვლილებები შევიდა საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და განათლების აღიარების შესახებ ბრძანებაში by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- რა ღირს სკოლის ავტორიზაცია და რა დრო სჭირდება პროცესს by ARIS.GE-განათლება
- განახლდა მასწავლებლის მომზადების და ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების დარგობრივი მახასიათებელები by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი