მარნეულის მუნიციპალიტეტის დაბა შაუმიანის #1 და #2 საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში
მიმდინარე წლის 3 აპრილს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის დაბა შაუმიანის #1 და #2 საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები.
სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტი, გაეცნენ მის ისტორიასა და მიმდინარე სიახლეებს. რის შემდეგაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია საკუთარი მუნიციპალიტეტისა და სკოლის შესახებ, შესრულდა რამდენიმე მუსიკალური ნომერი.
შეხვედრას უძღვებოდნენ: გორის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ანა იმნაძე და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, ლიზი ბალახაშვილი.
გორის უნივერსიტეტში ვიზიტი განხორციელდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის “არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერა” პროექტის “ერთად მომავლისკენ”, ფარგლებში.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„მეცნიერება დროისა და საზღვრებს გარეშე: გამოწვევები და პერსპექტივები“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი