GE

28 თებერვალი, 2025

საჯარო სკოლების პროფესიული პროგრამები ავტორიზაციას გაივლის – პროგრამების ჩამონათვალი და სკოლები

საჯარო სკოლების პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო 7 მარტს იმ სკოლებს პროფესიული პროგრამების ავტორიზაციაზე იმსჯელებს, სადაც მოსწავლეებს პროფესიული განათლების მიღება შეეძლებათ.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 27 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შვიდ მარტს დაგეგმილია:

1. სსიპ – აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის №1 საჯარო სკოლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების – “გრაფიკული დიზაინი” და “ბაღის დიზაინი” მონიტორინგის შესახებ საკითხის განხილვა;

2. სსიპ ქალაქ თბილისის №210 საჯარო სკოლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის – „სარესტორნო მომსახურება“ მონიტორინგის შესახებ საკითხის განხილვა;

3. სსიპ ქალაქ თბილისის №21 საჯარო სკოლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის – „სარესტორნო მომსახურება“ მონიტორინგის შესახებ საკითხის განხილვა;

4. სსიპ ქალაქ თბილისის №90 საჯარო სკოლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის -„გრაფიკული დიზაინი“ მონიტორინგის შესახებ საკითხის განხილვა;

5. სსიპ – სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის №54 საჯარო სკოლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის – „გრაფიკული დიზაინი“ მონიტორინგის შესახებ საკითხის განხილვა;

6. სსიპ ქალაქ თბილისის №122 საჯარო სკოლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის – “სასტუმრო მომსახურება” მონიტორინგის შესახებ საკითხის განხილვა;

7. სსიპ – თეოფანე დავითაიას სახელობის ქ. ფოთის №1 საჯარო სკოლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის “Front-end დეველოპმენტი” მონიტორინგის შესახებ საკითხის განხილვა;

8. სსიპ – ქალაქ თბილისის №82 საჯარო სკოლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის – „სასტუმროს მომსახურება“ მონიტორინგის შესახებ საკითხის განხილვა;

9. სსიპ ქალაქ თბილისის №143 საჯარო სკოლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის – „სასტუმროს მომსახურება“ მონიტორინგის შესახებ საკითხის განხილვა.

10. სსიპ ქალაქ ბორჯომის №3 საჯარო სკოლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების – “Front – End დეველოპმენტი” და “ბაღის დიზაინი” მონიტორინგის შესახებ საკითხის განხილვა;

11. სსიპ ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის – “Front – End დეველოპმენტი” მონიტორინგის შესახებ საკითხის განხილვა;

12. სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის – ,,Front-end დეველოპმენტის” მონიტორინგის შესახებ საკითხის განხილვა;

13. სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის №1 საჯარო სკოლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების – ,,კომპიუტერული ქსელი და სისტემების” და ,,სარესტორნო მომსახურების” მონიტორინგის შესახებ საკითხის განხილვა;

14. სსიპ ქალაქ ზუგდიდის №3 საჯარო სკოლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის -„კომპიუტერული ქსელი და სისტემები“ მონიტორინგის შესახებ საკითხის განხილვა;

15. სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ზუგდიდის №1 საჯარო სკოლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის – ,,Front-end დეველოპმენტის” მონიტორინგის შესახებ საკითხის განხილვა;

16. სსიპ ქალაქ ბათუმის №10 საჯარო სკოლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის – “Front – End დეველოპმენტი” მონიტორინგის შესახებ საკითხის განხილვა;

17. სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქობულეთის №1 საჯარო სკოლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის – “Front – End დეველოპმენტი” მონიტორინგის შესახებ საკითხის განხილვა;

18. სსიპ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის – “კომპიუტერული ქსელი და სისტემების” მონიტორინგის შესახებ საკითხის განხილვა;

19. სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის – “კომპიუტერული ქსელი და სისტემების” მონიტორინგის შესახებ საკითხის განხილვა;

20. სსიპ ქალაქ ლაგოდეხის N1 საჯარო სკოლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „კომპიუტერული ქსელი და სისტემები“ მონიტორინგის შესახებ საკითხის განხილვა;

21. სსიპ – სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების “შრომის უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები“ და ”ელექტროობის” მონიტორინგის შესახებ საკითხის განხილვა;

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური