GE

დამტკიცდა უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტის შესწავლის მსურველთათვის

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 24 იანვარს დამტკიცდა ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი.

დარგობრივ მახასიათებელში აღწერილია ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მისანიჭებლად საჭირო მინიმალური სწავლის შედეგები, სწავლა‐სწავლების და შეფასების მეთოდები და სხვა არსებითი მახასიათებლები. ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტის დარგობრივი მახასიათებლით განსაზღვრული დებულებები, გარდა სარეკომენდაციო ხასიათისა (სწავლა‐სწავლებასთან, შეფასებასა და რესურსებთან მიმართებით), სავალდებულოა შესასრულებლად ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, რომლებიც ახორციელებენ/გეგმავენ ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტის სფეროს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას.

ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტის დარგობრივი მახასიათებლის გაცნობა რეკომენდებულია:

I. საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება‐განვითარებასა და განხორციელებაში ჩართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალისთვის;

II. საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შეისწავლონ, საკუთარი წვლილი შეიტანონ და ხელი შეუწყონ ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტის განვითარების გამოწვევების პროფესიულ დონეზე მართვას;

III. პირთათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სიღრმისეულად დაეუფლონ/გაიღრმაონ ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტის სფეროს შესაბამისი ცოდნა, უნარები და იკვლიონ ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების გამოწვევების მართვასთან დაკავშირებული კონკრეტული შემთხვევები;

IV. ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტის სფეროს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით დაინტერესებული სტუდენტებისთვის ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე;

V. დამსაქმებლებისთვის, რომლებსაც სურთ ჰქონდეთ ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტის სფეროს მიკუთვნებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთა კომპეტენციების შესახებ;

VI. საგანმანათლებლო პროგრამების შიდა და გარე ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში ჩართული პირებისთვის.

იხილეთ დოკუმენტი: ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური