GE

გამოქვეყნდა საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცედურებთან და სტანდარტებთან დაკავშირებული გზამკვლევი

როგორც ცნობილია, 2029 წლის ბოლომდე, სისტემაში არსებულმა ყველა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებამ ავტორიზაციის პროცესი უნდა გაიაროს.

სამომავლო ავტორიზაციისთვის 1705 საჯარო და 323 კერძო საბავშვო ბაღი დარეგისტრირდა

3 მაისს გამოქვეყნდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით მომზადებული „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევი“.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, გზამკვლევის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს სფეროს ექსპერტებმა და დარგობრივმა უწყებებმა.

„გზამკვლევში აღწერილია ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები, თითოეულ სტანდარტში შემავალი კომპონენტები, ინდიკატორები, მათი მიღწევისა და შესრულების გზები. თითოეული ინდიკატორის მიხედვით მოცემულია თუ რა სავალდებულო მოთხოვნების შესრულებას ავალდებულებს კანონმდებლობა დაწესებულებებს და როგორია აღნიშნული მოთხოვნების შესრულების ალტერნატიული გზები“, – განმარტავენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.

ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევი

გზამკვლევი განკუთვნილია დაწესებულებებისთვის, მუნიციპალიტეტებისთვის, დაწესებულებების გაერთიანებებისთვის, ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის წევრებისთვის, ავტორიზაციის საბჭოს წევრებისთვის და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური