განათლების მინისტრის მილოცვა სკოლადამთავრებულებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს სკოლის დასრულება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.
მილოცვის ტექსტს გაანთლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს:
„ძვირფასო ახალგაზრდებო, დღეს თქვენთვის ბოლო ზარი ირეკება, ტოვებთ სკოლის კედლებს, სადაც გატარებული წლები თქვენთვის ყოველთვის დაუვიწყარ მოგონებად და შეუცვლელ გამოცდილებად დარჩება. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და წარმატებებს გისურვებთ მომავლის გზაზე!
ხვალიდან თქვენს ცხოვრებაში მეტი შესაძლებლობებით, ახალი ურთიერთობებითა და თავგადასავლებით სავსე ეტაპი იწყება. დარწმუნებული ვარ, ცოდნის შეძენისა და მისი გაღრმავების სურვილი არასდროს გაგინელდებათ და თქვენი პროფესიონალიზმით ჩვენი ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანთ.
გილოცავთ კიდევ ერთხელ და მთელი გულით გისურვებთ ბედნიერ და საინტერესო ცხოვრებას. გახსოვდეთ, რომ თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ და გვეიმედებით. მჯერა, თქვენი სწავლითა და შრომით უკეთესობისკენ შეცვლით სამყაროს!“, – აცხადებს განათლების მინისტრი.
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმებზე: კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო – ჩამონათვალი და რეგისტრაციის ინსტრუქცია
by პროფესიული განათლების ამბები