ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლა ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის წევრი გახდა
ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლა ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) წევრი გახდა.
უნივერსიტეტის მიერ 21 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ეს მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯია, რომელიც ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლას ევროპული სამედიცინო განათლების ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ პროფესიულ ქსელში აერთიანებს.
რას ნიშნავს AMSE-ის წევრობა ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური საზოგადოებისთვის:
- ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობას – სასწავლო პროგრამები, კურიკულუმი და კლინიკური პრაქტიკა ეფუძნება ევროპულ საუკეთესო გამოცდილებას;
- სწავლების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას – საერთაშორისო გამოცდილებაზე წვდომა გვაძლევს შესაძლებლობას, დავნერგოთ ინოვაციური სწავლების მეთოდები და სტუდენტებს შევთავაზოთ თანამედროვე, ხარისხიანი განათლება;
- საერთაშორისო აკადემიური შესაძლებლობების გაფართოებას – კვლევითი პროექტების, სამეცნიერო კონფერენციებისა თუ გაცვლით პროგრამების მიმართულებით;
- ფართო კარიერულ პერსპექტივებს – პროგრამის საერთაშორისო აღიარება სტუდენტებს აძლევს მეტ შესაძლებლობას წარმატებული კარიერისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
AMSE აერთიანებს ევროპის წამყვან სამედიცინო სკოლებს და ხელს უწყობს თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, ცოდნის გაზიარებასა და სამედიცინო განათლების უწყვეტ განვითარებას. ორგანიზაციის წევრობა ალტე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ანიჭებს გლობალურ კონკურენტულ უპირატესობას და უხსნის გზას ევროპისა და მსოფლიოს წამყვან ჯანდაცვის სისტემებში პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობებისკენ.
-
ალტე უნივერსიტეტის კამპუსსა და საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში აბიტურიენტებისთვის სასწავლო ტური ჩატარდა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტმა მასწავლებლებისთვის არაფორმალური განათლების იდეების კონკურსი გამოაცხადა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტი WSU ასოცირებულ პროფესორს, დიპრა ჯას უმასპინძლებს
by ალტე უნივერსიტეტი