„ევროპის უნივერსიტეტში“ სტუდენტებისთვის ლექცია – „ეკონომიკური დიპლომატია“ ჩატარდა
20 მაისს, „ევროპის უნივერსიტეტში“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ლექცია, თემაზე – „ეკონომიკური დიპლომატია“ გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 21 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ლექციას ზაგრების უნივერსიტეტის (ხორვატია) ასოცირებული პროფესორი დანიელ მლინარიჩი უძღვებოდა, რომელმაც დაინტერესებულ სტუდენტებს ეკონომიკური დიპლომატიის ძირითადი პრინციპები, მისი მნიშვნელობა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში და პრაქტიკული გამოყენების მექანიზმები გააცნო.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ანალიზი, სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმები, რესურსების ეფექტური გამოყენება და ეკონომიკური დიპლომატიის როლი გლობალური პროცესების დაგეგმვასა და შეფასებაში.
„მსგავსი საერთაშორისო აკადემიური აქტივობები ხელს უწყობს სტუდენტებისთვის თანამედროვე ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას“, – აცხადებენ „ევროპის უნივერსიტეტში“.
-
სასწავლო-შემეცნებითი ტური რომში – „ევროპის უნივერსიტეტი“ კურსის „რომის სამართლის საფუძვლები“ სტუდენტებისთვის კონკურსს აცხადებს
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის შეხვედრა – The Dental Portfolio Roadmap გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ სტუდენტური კლუბების რეგისტრაცია დაიწყო
by ევროპის უნივერსიტეტი