GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში European Law and Governance School-ის ოფიციალური კამპუსი გაიხსნა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში European Law and Governance School-ის (ELGS) ოფიციალური კამპუსი გაიხსნა.

უნივერსიტეტის მიერ 21 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ეს იმას ნიშნავს, რომ გრუნიში, ELGS-ის პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს, სამივე საფეხურზე – საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო დონეზე, შესაძლებლობა ექნებათ:

  • მოიპოვონ შიდა გრანტი;
  • მიიღონ ELGS-ის ევროპული დიპლომი;
  • ისარგებლონ საერთაშორისო მობილობით და ისწავლონ ELGS-ის საბერძნეთის (Athens), იტალიისა (Rome), და პორტუგალიის (Cascais) კამპუსებში (როგორც სტუდენტებს, ისე პროფესორებს);
  • განახორციელონ კვლევითი პროექტები;
  • გამოაქვეყნონ სამეცნიერო პუბლიკაციები;
  • მონაწილეობა მიიღონ ზაფხულისა და ზამთრის სკოლებში;
  • მოიპოვონ საერთაშორისო სერტიფიკატი, სხვადასხვა სასწავლო კურსში მონაწილეობით.

ELGS იტალიაში დაფუძნებული უნივერსიტეტია და მისი დიპლომი:

  • აღიარებულია „Erasmus+“-ში ჩართული უნივერსიტეტების საერთაშორისო ქსელში;
  • აღიარებულია საქართველოში გაცემული ნებისმიერი უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომის ეკვივალენტად.

პროგრამების ჩამონათვალისა და დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს

აღნიშნული პროგრამები გრუნისა და European Public Law Organization (EPLO)-ს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური