SANGU-ში სტუდენტური კონფერენცია – „ქართველი დიპლომატები“ გაიმართა
18 მაისს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ორგანიზებით, სტუდენტური კონფერენცია – „ქართველი დიპლომატები“ გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 19 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონფერენცია ქართველი დიპლომატების, საზოგადო მოღვაწეებისა და ისტორიული პირების საქმიანობისა და მემკვიდრეობის განხილვას მიეძღვნა.
მონაწილეებმა ქართული დიპლომატიის ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტის შესახებ საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს.
ღონისძიებაში წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
-
SANGU-ს ორი სტუდენტი, Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ იტალიურ უნივერსიტეტში გაემგზავრა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
„ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“ – SANGU-ში მაგისტრანტებისთვის პრაქტიკული სემინარი გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს პროფესორები სამუშაო ვიზიტით რომის მერკატორუმის უნივერსიტეტს ეწვივნენ
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი