GE

განათლების მინისტრმა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ემბლემა დაამტკიცა – გამოსახვის წესები

სკოლის მანდატურებს ემბლემა ექნებათ და მისი გამოსახვა სპეციალური წესით დარეგულირდება.

ბრძანებას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ემბლემის, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მოაწერა ხელი და 22 დეკემბერს გამოქვეყნდა.

სამსახურის ემბლემის გამოყენება (აღმართვა, გამოფენა, გამოსახვა და ა.შ) ხდება სამსახურის საქმიანობის ფარგლებში და მიზნებისათვის.

ემბლემა შეიძლება გამოისახოს: სამსახურის ბლანკზე/დოკუმენტაციაზე; სამსახურის თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობაზე; სამსახურის ვებგვერდზე; სამსახურის ბეჭდვით გამოცემაზე, ფოტო- და ვიდეომასალაზე; სამსახურის აბრებსა და ბანერებზე; სამსახურის სარგებლობაში არსებულ ავტომობილზე; სარეკლამო-საინფორმაციო, სუვენირულ პროდუქციასა და სამსახურებრივ ინვენტარზე; საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივ ტანსაცმელზე, რომლის გამოსახვის წესი განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნორმატიული აქტით.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ემბლება წარმოადგენს ლაჟვარდის (ლურჯ) მრგვალ ჰერალდიკურ ფარს, რომელსაც გარს შემოუყვება ლაჟვარდის (ლურჯი) არშია. ფარის ცენტრში გამოსახულია მცირე ჰერალდიკური ფარი, რომლის ლაჟვარდის ველზე გამოსახულია წრიულად ხელჩაკიდებული ორი მეწამული (წითელი) და ორი ვერცხლის სტილიზებული ადამიანით შედგენილი ფიგურა. მრგვალი ჰერალდიკური ფარის ლაჟვარდის არშიაზე ქართული ანბანის ვერცხლის ასო-ნიშნებით ზედწარწერილია: „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური“.

იხილეთ ემბლემის ფოტო 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური