GE

განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს.

EDU.ARIS.GE-ს მიერ დღეს, 18 ნოემბერს მოპოვებული ინფორმაციით, მათ შორის არიან:

ბაია კვიციანი,
გიორგი ჯინჭარაძე და
ანა მღებრიშვილი

განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია

ალექსანდრე წულაძის მოადგილეებად რჩებიან თამარ მახარაშვილი და გელა გელაძე.

ბაია კვიციანი:

დაიბადა 1986 წლის 12 აპრილს.

განათლება

2012-2014 – ლონდონის რიჯენთსის უნივესიტეტი, ევროპის ბიზნეს სკოლა (EBS), მაგისტრის ხარისხი მენეჯმენტში ადამიანური რესურსების განხრით (MA HRM);

2003-2007 – შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალისტი;

აკადემიური საქმიანობა

2011/02-2011/10 – თბილისის IX საჯარო სკოლის ხელოვნების ისტორიის მასწავლებელი;

სამუშაო გამოცდილება

2021/05-2024/11 – საქართველოს X მოწვევის პარლამენტი – პარლამენტის წევრი;

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;

ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე;

კულტურის კომიტეტის წევრი;

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი;

2020/06-2021/06 – მულტიდისციპლინური სახელოვნებო პლატფორმა „Educo“-ს დამფუძნებელი/არტ მენეჯერი;

2019/09-2019/02 – ბრიტანეთის საბჭო, დიდი ბრიტანეთი / საქართველოს სეზონი 2019: ახალი ჰორიზონტი – ახალგაზრდული ბორდის წევრი;

2017/09-2019/10 – კომპანია “დალოოდის” გენერალური დირექტორი;

2016/05-2016/10 – ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” შტატგარეშე HR კონსულტანტი;

2010/03-2011/10 – საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო, ადმინისტრაციული დეპარტამენტი, მთავარი სპეციალისტი;

2007/01-2008/08 – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, მთავარი სპეციალისტი;

საერთაშორისო პროგრამები

2022 ოქსფორდის კულტურულ ასოციაციასთან პარტნიორობით ბრიტანეთის საბჭოს ( British Council in Partnership with the Cultural Associates Oxford) შემოქმედებითი ეკონომიკის მხარდაჭერის პროგრამა პოლიტიკის შემქმნელებისთვის (Supporting the Creative Economy, a Program for Policymakers).
2021 ეუთო ოდირი, ახალგაზრდა ქალთა პოლიტიკური აკადემია (ODIHR’s Young Women’s Political Academy), ადამიანური რესურსების კაპიტალიზაცია გენდერული თანასწორობის გაძლიერების მიზნით (CHANGE Project).

გიორგი ჯინჭარაძე

დაიბადა 1992 წლის 6 მაისს.

განათლება

2021-დღემდე – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა;

2017-2019 – აზერბაიჯანის ტექნიკური უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი მენეჯმენტში;

2014-2016 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში;

2010-2014 – საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი.

აკადემიური საქმიანობა

2022-2023 – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

სამუშაო გამოცდილება

2024/11-დღემდე – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;

2024/08-2024/11 – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე;

2021/04-2024/08 – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე;

2016-2020 – აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ადმინისტრაციული ოფიცერი;

2016/02-2016/08 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი სპეციალისტი;

2014-2016 – საქართველოს ანალიტიკური ცენტრის ანალიტიკოსი;

2014/03-2014/09 – სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ საბანკო დაზღვევის გაყიდვების ანალიტიკოსი;

2013-2014 – „თიბისი“ ბანკის საკრედიტო ექსპერტი.

ანა მღებრიშვილი

დაიბადა 1995 წლის 19 დეკემბერს.

განათლება

2017-2019 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლის მაგისტრი;

2016-2017 – ტარტუს უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საბაკალავრო გაცვლითი პროგრამის სტიპენდიანტი;

2013-2017 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართლის ბაკალავრი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.

აკადემიური საქმიანობა

2020/06 – დღემდე – ევროპის საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ტუტორი, ადამიანის უფლებათა სწავლება იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისთვის (HELP);

2015 – დღემდე – ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, საერთაშორისო თანამშრომლობის სასწავლო და კვლევითი ცენტრის, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაერთი სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორ-მომხსენებელი.

სამუშაო გამოცდილება

2024/11 – დღემდე – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;

2023/12 – დღემდე – მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) ექსპერტი მართლმსაჯულების ხარისხის მიმართულებით;

2020/06 – 2024/11 – თბილისის სააპელაციო სასამართლო, ბიუროს უფროსი;

2021/09 – 2022/05 – თბილისის სააპელაციო სასამართლო, ანალიტიკური სამსახურის უფროსი;

2020/01 – 2020/06 – თბილისის სააპელაციო სასამართლო, კონსულტანტი საერთაშორისო სტანდარტების და სასამართლო პრაქტიკის განზოგადების დარგში;

2018/03 – 2020/01 – სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლა, ანალიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობის სექტორის მთავარი კონსულტანტი;

2017 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის პრაქტიკანტი;

პროექტები / ტრენინგები / ნაშრომები

2020/05 – 2023/09 – ადგილობრივი ექსპერტი, მსოფლიო ბანკის ჯგუფის პროექტი „Women, Business and the Law“;

2018-2019 – სამოსამართლო სწავლების ევროპული ქსელის, საერთაშორისო სამართლის სტუდენტთა ასოციაციის და გროციუსის საერთაშორისო სამართლებრივი კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტების მონაწილე და გამარჯვებული;

2018/10 – 2019/04 – რეზიდენტი მრჩევლის კოლეგა პროექტში „სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით“;

2015- დღემდე – ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ ორგანიზებული არაერთი ტრენინგის მონაწილე;

ანა მღებრიშვილი არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

ასევე იხილეთ:

განათლების მინისტრს 1 პირველი და 6 სხვა მოადგილე ეყოლება – ცვლილება უწყების დებულებაში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური