განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია
19 ნოემბერს განახლდა ინფორმაცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეების შეასახებ და ცნობილი გახდა კიდევ ერთი ახალი მოადგილის თაობაზე, რომელიც ალექსანდრე წულაძის პირველი მოადგილის პოსტზე დაინიშნა და ეს არის 37 წლის გიორგი მოდებაძე.
ვინ არის გიორგი მოდებაძე?
ბიოგრაფიული მონაცემები:
განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები
გიორგი მოდებაძე დაიბადა 1987 წლის 11 დეკემბერს.
განათლება
2016-2018 – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლის მაგისტრი;
2005-2009 – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართალმცოდნე, ბაკალავრი.
სამუშაო გამოცდილება
2024/11 – დღემდე – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე;
2024/04-2024/11 – თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი;
2016/05-2024/04 – თბილისის საქალაქო სასამართლო, სამდივნოს უფროსი;
2010-2016 – თბილისის საქალაქო სასამართლო, პირველი და მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.
ტრენინგები/სხვა მიღწევები
2021 – გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სერტიფიცირებული მოხელე – ,,ლიდერობა და მართვა საჯარო სამსახურში’’;
2018 – გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სერტიფიცირებული მოხელე – ,,საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის სიახლეები და კორუფციის პრევენციის მექანიზმებში’’;
2014-2018 – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ ორგანიზებული არაერთი ტრენინგის მონაწილე და მომხსენებელი;
2010 – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლა, მოსამართლის თანაშემწის გამოცდა;
2007 – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის გამოცდა.
ამ დრომდე უცნობია რა მიმართულებებს უხელმძღვანელებენ განათლების მინისტრის ახალი მოადგილეები.
ამავე თემაზე:
განათლების მინისტრს 1 პირველი და 5 სხვა მოადგილე ეყოლება – ცვლილება უწყების დებულებაში
-
სტუდენტთა რეიტინგული სია, რომლებმაც 2026 წელს მოიპოვეს ან გაიუმჯობესეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
10%-ით შემცირდა საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების ოდენობა
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია 2026 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე