განათლების მინისტრს 1 პირველი და 5 სხვა მოადგილე ეყოლება – ცვლილება უწყების დებულებაში
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეების რაოდენობა იზრდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმოწერით, 5 ნოემბერს გამოქვეყნებული დადგენილებიდან ირკვევა, სადაც ვკითხულობთ, რომ ცვლილება შევიდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულებაში.
“მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და 5 მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი“.
აქამდე სამინისტროს დებულებაში ასეთი ჩანაწერი იყო – “მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და 4 მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი”.
ვინ იქნებიან განათლების მინისტრის ახალი მოადგილეები და ვინ შეინარჩუნებს თანამდებობას დღემდე არსებულ მოადგილეებს შორის, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ქვეყნდება. EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით კი მინისტრ ალექსანდრე წულაძის გუნდში ნოდარ პაპუკაშვილი აღარ იქნება.
იხილეთ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ამჟამინდელი სტრუქტურა.
ასევე იხილეთ:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე იქნება
-
ახალი საათობრივი ბადე და განათლების სამინისტროს მითითებები სკოლებს – ორი დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
ავარიულობის მიზეზით სწავლის შეწყვეტის შემდეგ, 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა აქცია გამართეს
by ARIS.GE-განათლება
-
შეცვლის თუ არა მოსწავლეების შედეგებს მათემატიკის ახალი სახელმძღვანელოები – სპეციალისტის მიგნებები
by ARIS.GE-განათლება