განათლების მინისტრს ახალი პირველი მოადგილე ჰყავს – ლევან ღირსიაშვილი (+ფოტო)
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილედ ლევან ღირსიაშვილი დაინიშნა.
პირველი მოადგილე უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წარუდგინა.
იხილეთ: წარდგენის ფოტოები
მინისტრმა ლევან ღირსიაშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას წარმატებები უსურვა.
ბიოგრაფიული ცნობები:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ღირსიაშვილს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის იკავებდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. ასევე, გახლდათ გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე და სხვა.
ასევე იხილეთ:
„იდეალური კანდიდატი ამ პოსტზე“ – განათლების ახალი მინისტრი გივი მიქანაძეა – ბიოგრაფია
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„მოქმედ მასწავლებლებს დამატებით მიეცემათ ვადა კომპეტენციის დასადასტურებლად – საგნის გამოცდა ზაფხულში და ზამთარში ჩატარდება“ – სამინისტროს გადაწყვეტილება
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები უგამოცდოდ და უფასოდ სწავლის მიზნით 5 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო