„განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპები 2026 წელს განხორციელდება“
„განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპები 2026 წელს განხორციელდება, როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე აკადემიური კადრების მოზიდვის მიმართულებით და პროგრამების განვითარების, ხარისხის გაუმჯობესების კუთხით არაერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგმება“, – განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, განათლების სფეროსთვის 2025 წელი გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო.
„2025 წელი გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო განათლების მიმართულებით. ჩვენ დავაანონსეთ ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმები. უმაღლესი განათლების კონცეფცია უკვე დამტკიცებულია და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებიც განხორციელდა. ამას დაემატა ისტორიული და უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მმართველმა გუნდმა და პრემიერ-მინისტრმა მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ 2026 წლის პირველი სექტემბრიდან, ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში ახლად მიღებული სტუდენტები ისწავლიან უფასოდ. ამით შეიკრა მთლიანი განათლების სექტორის უფასო ციკლი დაწყებული სკოლამდელი, გაგრძელებული სასკოლო, პროფესიული თუ უმაღლესი განათლების საფეხურით.
საქართველო ამ კუთხით შევიდა იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც განათლების ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს მიერ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი და მხარდაჭერილია. ეს არის ჩვენი კიდევ ერთი ცალსახა გამოხატულება იმ პრიორიტეტის მხარდაჭერისა, რასაც განათლების სექტორის განვითარება ჰქვია.
ამავდროულად, სასკოლო რეფორმის კონცეფციის განხილვის მიზნით, ვაგრძელებთ შეხვედრებს დიდ ქალაქებში, რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში, სადაც მასწავლებლები ცალსახად გამოხატავენ მხარდაჭერას ამ რეფორმის მიმართ. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ რეფორმა აუცილებელი და დროულია.
მომდევნო წელი ამ მხრივ კიდევ უფრო განსაკუთრებული იქნება, რადგან რეფორმები საწყის ფაზაშია და მათი განხორციელების მომდევნო ეტაპები სწორედ 2026 წელს დაიწყება. როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე აკადემიური კადრების მოზიდვის, პროგრამების განვითარებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, არაერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგმება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ასევე იხილეთ:
-
ცნობილია, რომელი მიმართულებები იქნება პრიორიტეტული 2026 წელს პროფესიულ განათლებაში – ჩამონათვალი
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
გამოცხადდა რეგისტრაცია I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის – ვადები და ინსტრუქცია
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
ქართველი სტუდენტების სწავლას არაბთა გაერთიანებული საამიროების მხარე დააფინანსებს – რა (არ) ვიცით
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო