სასკოლო ფორმების შეძენას ონლაინ, ელექტრონული პლატფორმის მეშვეობითაც შეძლებთ – ინფორმაცია მშობლებისთვის
სასკოლო ფორმების შეძენა, სარეალიზაციო პუნქტების გარდა, ონლაინ, ელექტრონული პლატფორმის საშუალებითაც იქნება შესაძლებელი
პირვეკლასელთათვის სასკოლო ფორმების შეძენა როგორც სარეალიზაციო პუნქტებში, ისე ონლაინ, ელექტრონული პლატფორმის – formebi.emis.ge საშუალებით იქნება შესაძლებელი.
ახალი პლატფორმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დღეს, 24 აგვისტოს წარადგინეს, სადაც ასევე ცნობილი გახდა, რომ მშობლები, ფორმებს საქართველოს ყველა რეგიონში გახსნილ სარეალიზაციო პუნქტებში, ასევე ონლაინ, 1-ელი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით იყიდიან, 15 სექტემბრიდან კი, სასკოლო ფორმების შეძენას მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის საშუალებით შეძლებენ.
პლატფორზე მომხმარებელი ნახავს: სასკოლო ფორმების მოდელებს, ზომებს, ღირებულებას, რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებსა და ა.შ.
მიწოდების ვადა:
- თბილისის მუნიციპალიტეტში – ადრესატის მისამართზე მიწოდების მცდელობა განხორციელდება არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში;
- სხვა მუნიციპალიტეტებში – არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში.
მიწოდების ღირებულება:
საკურიერო მომსახურების ღირებულება ერთი გზავნილისთვის შეადგენს:
- თბილისში – 5 ლარს;
- სხვა მუნიციპალიტეტებში – 7 ლარს.
შეკვეთის მიწოდებას „საქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს.
ასევე იხილეთ:
დადგინდა რა ეღირება სასკოლო ფორმის ერთეულები ბიჭისთვის და გოგოსთვის – ბრძანება
სად შეძლებთ სასკოლო ფორმების შეძენას – რეალიზაციის პუნქტების ზუსტი მისამართები განისაზღვრა
მთავრობამ სასკოლო ფორმის უფასოდ გადაცემა მოსწავლეთა კიდევ ერთი კატეგორიისთვის გადაწყვიტა
-
„ჩემი პირველი ნერგი“ – პირველკლასელებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდება by სკოლების ამბები
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
N47 საჯარო სკოლა და კლასიკური გიმნაზია სწავლას ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ თბილისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო by სკოლების ამბები