განათლების მინისტრიც კი შვილს 2 პიჯაკსა და 4 შარვალზე მეტს ამ ეტაპზე ვერ უყიდის
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მშობლებს სახელმწიფოსგან, როგორც სარეალიზაციო პუნქტში, ისე ონლაინ, ელექტრონული პლატფორმის საშუალებით, მხოლოდ გარკვეული რაოდენობის სასკოლო ფორმის ერთეულების შეძენა შეეძლებათ.
როგორც გივი მიქანაძემ 24 აგვისტოს, ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მშობელს უფლება აქვს, ბიჭის შემთხვევაში, მაქსიმუმ 2 პიჯაკი და 4 შარვალი, ხოლო გოგონას შემთხვევაში 2 პიჯაკი, 2 შარვალი და 2 ქვედაკაბა შეიძინოს.
განათლების მინისტრის თქმით, იმისთვის, რომ მოსწავლისთვის უფრო მეტი ერთეულის ყიდვის საშუალება გაჩნდეს [სურვილის შემთხვევაში], სამინისტრო დამატებითი ერთეულების [პიჯაკი, შარვალი, ქვედაკაბა] შემოტანაზე მუშაობს:
„ბავშვის სახელზე აღირიცხება, თუ რომელი და რამდენი კომპონენტი იქნა შეძენილი. სისტემა აღრიცხავს მკაცრად, ამიტომ, მეტის შეძენა ფიზიკურად შეუძლებელი იქნება. I-VI კლასების ჩათვლით, ყველასთვის ასე იქნება…
მაგალითად, ჩემი შვილისთვის, რომელიც წელს სკოლაში მიმყავს და აუცილებლად უნდა შევუძინო ფორმა, თუ მე შევიძენ 2 პიჯაკს და 4 შარვალს, ამის შემდეგ რომ მქონდეს სურვილი, კიდევ შევიძინო, ფიზიკურად შეუძლებელი იქნება – სისტემა ამის შესაძლებლობას არ მომცემს არც სარეალიზაციო პუნქტში და არც ონლაინ. თუმცა, ჩვენ უკვე ვმუშაობთ იმისთვის, რომ გარკვეულ პერიოდში დამატებითი რაოდენობები შემოვიტანოთ, რათა თუკი ვინმეს დასჭირდება დამატებითი ერთეულის შეძენა, ამის საშუალებაც არსებობდეს“.
გივი მიქანაძის განცხადებით, მშობლებს აქვთ შესაძლებლობა, სასკოლო ფორმა არა სახელმწიფოსგან, არამედ კერძო სამკერვალო კომპანიებისგანაც შეიძინონ, თუმცა იმ დათქმით, რომ აღნიშნული ფორმა განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი სასკოლო სამოსის იდენტური იქნება.
„არ არის სავალდებულო, რომ ჩვენგან შეიძინოთ ეს ფორმები. მათ [მშობლებს] შეუძლიათ, რომ გამოიწერონ, თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რომ გამოწერილი ფორმა იყოს იდენტური იმ კრიტერიუმების, დიზაინისა და ნაჭრის, რომელიც დადგენილია შესაბამისი ნორმატიული აქტით. ასევე, მათ შეუძლიათ, შეაკერინონ ფორმები. ბოლო დღეების განმავლობაში, სოციალურ ქსელებში გავრცელდა არაერთი ინფორმაცია, რომ კერძო საკმერვალო კომპანიები სთავაზობენ მომხმარებელს ფორმის შეკერვას, თუმცა როგორც ირკვევა, მისი ღირებულება 2-ჯერ, 2.5-ჯერ ან 3-ჯერ უფრო ძვირი ჯდება ადგილობრივ დონეზე, ვიდრე ის, რაც ჩვენ გვაქვს შეკვეთილი…
ადამიანები არიან თავისუფალი თავის არჩევანში – ფორმას გამოიწერენ, შეაკერინებენ, თუ ჩვენ მიერ ჩამოტანილ პროდუქციას შეიძენენ. არჩევანი მოსწავლეთა მშობლებზეა და შესაბამისად, მათ უნდა გადაწყვიტონ“, – აღნიშნა განათლების მინისტრმა.
შეგახსენებთ, პირველკლასელთათვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სასკოლო ფორმების შეძენა 1-ელი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით როგორც სარეალიზაციო პუნქტებში, ისე ონლაინ, ელექტრონული პლატფორმის საშუალებით იქნება შესაძლებელი, 15 სექტემბრიდან კი – მხოლოდ ონლაინ.
ასევე იხილეთ:
სად შეძლებთ სასკოლო ფორმების შეძენას – რეალიზაციის პუნქტების ზუსტი მისამართები განისაზღვრა
დადგინდა რა ეღირება სასკოლო ფორმის ერთეულები ბიჭისთვის და გოგოსთვის – ბრძანება
-
როგორ შევცვალოთ ფაკულტეტების რეიტინგული სია – დეტალური ინსტრუქცია 2026 წლის აბიტურიენტებს
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
7 აბიტურიენტს აპელაციის შემდეგ ქულა დააკლდა – ცნობილია, რამდენს მოემატა ქულები საგნების მიხედვით
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ცნობილია, რომელ საგანში რომელი ვარიანტი გამოცხადდა რთულად – გათანაბრებული ქულების ცხრილი 2026 აბიტურინტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე