GE

გაუქმდება თუ არა 12-წლიანი სწავლება?

საქართველოში 12 წლიანი სწავლა 2008 წლიდან დაიწყო, რასაც მშობლების, მოსწავლეების და თავად მასწავლებლების მხრიდანაც უკმაყოფილება მოყვა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კი საპირისპიროს ამტკიცებდნენ, რომ ხარისხიანი ატესტატისათვის 12 კლასიანი სწავლა მნიშვნელოვანია. წლების განმავლობაში საკითხზე დავა არ წყდება. Aris.ge-განათლება-ს მიერ გამოკითხულთა ნაწილს მიაჩნია, რომ 12 კლასი სწავლა სრულიად ზედმეტია, ნაწილი კი- ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესს სამსახურის უფროსმა თიკო ფეიქრიშვილმა Aris.ge-განათლება-სთან საუბარში განაცხადა, რომ 12 კლასის გაუქმებასთან დაკავშირებით სამინისტროში ჯერ არ მსჯელობენ.

,,ამ ეტაზე, მე-12 კლასის გაუქმების საკითხი განათლების სამინისტროს დღის წესრიგში არ დამდგარა, მისევე თქმით თუ ამ თემაზე რაიმე სახის მსჯელობა დაიწყება, აუცილებლად საჯარო გახდება,”-ამბობს ფეიქრიშვილი

განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა Aris.ge-განათლება-ს განუცხადა, რომ ,,განათლების სამინისტრო მე-12 კლასს ვერ გააუქმებს, რადგან საქართველო ბოლონიის პროცესის მონაწილეა და დაწყებული ამერიკიდან დამთავრებული საფრანგეთით ყველა ამ პროცესის მონაწილეა, რაც 12 კლასიან სწავლას ითვალისწინებს. ამ პროცესიდან გამოსვლა კი საქართველოს იზოლაციას გამოიწვევს და ჩვენ დავრჩებით ჩვენ საზღვრებში. ჩვენი ბავშვები ვერსად შეძლებენ სწავლას, რადგან მათი ატესტატები და დიპლომები არსად არ იქნება აღიარებული,”-განაცხადა შაშკინმა

ინგლისური ენის პედაგოგ მაკა ბებიას მე-12 კლასი დროს ფუჭად დაკარგვად მიაჩნია, ბავშვები ძირითადად არც დადიან სკოლაში ამიტომ ჯობია, რომ 18 წლის ახალგაზრდები სკოლაში კი არა- უნივერსიტეტში დადიოდნენ.

,,ჩემი საგნის მიხედვით თუ ვიმსჯელებ პროგრამულად არავითარი განსხვავება არ არის მე-11 კლასა და მე-12 კლასს შორის. ამიტომ მიმაჩნია, რომ ასეთი მოწიფული ახალგაზრდები, რომლებიც ამ ასაკში უკვე ჩამოყალიბებულები არიან სკოლაში არ უნდა დადიოდნენ, მათ უკვე აღარ აინტერესებს სასკოლო პროცესი, ამიტომ ჩემი აზრით ამ ასაკში სჯობს უნივერსიტეტებში იარონ,”– ამბობს ბებია

Aris.ge-განათლება-ს ფსიქოლოგ მაია ცირამუას ესაუბრა, მისი აზრით 12 კლასის არსებობის, განხილვა სხვადასხვა ჭრილშია შესაძლებელი და ყველა მხარეს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს.

,,ამ საკითხის განხილვა სხვადასხვა ჭრილითაა შესაძლებელი. გოგო-ბიჭები, რომლებიც მე-12 კლასში დადიან ზრდასრულები არიან. მათ უკეთ შეუძლიათ თავიანთი მომავლის განსაზღვრა კარგად იციან და გაცნობიერებული აქვთ რა სურთ მომავალში. მაღალია მათი მზაობა.”

,,რაც შეიძლება სასკოლო ცხოვრებას რამდენადაც ვიცი მე-12 კლასელები, სულ სხვა ცხოვრებით ცხოვრობენ, ისინი არ არიან ზედმეტად დატვირთულები. ჩემი აზრით 12 კლასის მინუსად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მოსაწყენი და მოსაბეზრებელია თორმეთი წელი ერთსა და იმავე სივრცეში ყოფნა, რადგან 18 წლის ადამიანი ჩამოყალიბებული ზრდასრული ადამიანია ამიტომ თავისთავად მისთვის მოსაბეზრებელი ხდება სკოლის სივრცე.”

,,ნებისმიერ შემთხვევაში თუ სახელმწიფო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ გაუქმდეს მე-12 კლასი, სასურველია ეფუძნებოდეს გარკვეული ტიპის კვლევებს, კარგი იქნება გვქონდეს სერიოზული მტკიცებულებები იმის, რომ 12 კლასის გაუქმება საჭიროა ან არ არის,”– ამბობს ცირამუა

განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, მისი მოადგილეობის პერიოდში სწავლების სხვადასხვა ფორმირებაზე იყო საუბარი, მაგრამ ,,განათელბის სამინისტროში და ჩემი მოადგილეობის პერიოდში 12 კლასის გაუქმებაზე არ ყოფილა საუბარი”– განუცხადა Aris.ge-განათლება-ს დავით ზურაბიშვულმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ბოლონიის პროცესში იმყოფება, პროცესი კი 12 კლასის არსებობას ითვალისწინებს. თუ გვსურს, რომ ატესტატი სხვა ქყვენებისთვისაც მისაღები იყოს, ამ პროცესის თანახმად აუცილებელია 12 კლასის დამთვარება. თუ პრეტენზია გვაქვს, ჩვენს ქვეყანაში ისეთივე წარმატებული სასწავლო პროცესი იყოს, როგორიც სხვა წამყვან ქვეყნებშია, მაშინ რატომაა აგერ უკვე ხუთი წელი, ამ თემის გარშემო გაუთავაბელი დავა. რა გვირჩევნია 12 კლასის არ არსებობა თუ- ჩვენი ატესესტატების ევროპის ქვეყნების მიერ უღიარებლობა?

ანი ფაცია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური