გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ანალიტიკური ვორკშოპი გაიმართა
13 იანვარს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტის – „არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის“ ფარგლებში, სტუდენტებისთვის გაიმართა ანალიტიკური ვორკშოპი, რომელიც თანამედროვე გლობალური პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას ეძღვნებოდა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვორკშოპის ფარგლებში განხილული იყო ვენესუელის კრიზისი აშშ–ჩინეთის გლობალური დაპირისპირების კონტექსტში.
პრეზენტაციას უძღვებოდა ლუკა ეხვაია – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე საგარეო საკითხებში, რომელმაც მონაწილეებს კრიზისის პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური განზომილებები გააცნო.
პროექტი სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება. განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„გორის დღეები 2026“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი სახალხო დღესასწაულში მონაწილეობდა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში „დედა ენის“ 150-წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი