GE

გორის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ჩინეთში, აზიის მეცნიერებათა აკადემიის გენერალურ ასამბლეასა და სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობდნენ

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა და რექტორის მოადგილე ზურაბ ზურაბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სანიაში გამართულ აზიის მეცნიერებათა აკადემიის გენერალურ ასამბლეასა და აზიის პირველ მაღალი დონის სამეცნიერო ფორუმში – „სარტყელი და გზა – მომავლის სამეცნიერო და ტექნოლოგიური ფორმირება“, მიიღეს მონაწილეობა.

უნივერსიტეტის მიერ 21 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, აზიის მეცნიერებათა აკადემია, რომლის სათაო ოფისი ჰონგ-კონგში მდებარეობს, სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეების წარმომადგენლებს აერთიანებს, ასამბლეამ და ფორუმმა კი, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი პარტნიორული კავშირების დამყარების შესაძლებლობა შექმნა.

ღონისძიების ფარგლებში პროფესორ გიორგი სოსიაშვილს, რომელიც აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიან წევრად – აკადემიკოსად აირჩიეს, ამ წოდების დამადასტურებელი დიპლომი გადაეცა.

ვიზიტის განმავლობაში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ სამხრეთ კორეის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების გამოჩენილ მეცნიერებს, რომლებთანაც სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს. ასევე გაიმართა მოლაპარაკებები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, აზერბაიჯანისა და ყაახეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების თაობაზე. განსაკუთრებული ყურადღება ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზებასა და აკადემიური გაცვლების განვითარების პერსპექტივებს დაეთმო.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური