გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წლის დასაწყისი – პირველკურსელთა მიღება საზეიმო და მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნა.
უნივერსიტეტის მიერ 12 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიების ოფიციალური ნაწილი გახსნა, სტუდენებს მიესალმა და წარმატებები უსურვა გორის სახელმიწფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა.
ახალგაზრდებს მისალოცი სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა: დავით კვერნაძემ – ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა; ზურაბ ზურაბაშვილმა – რექტორის მოადგილემ; ლელა ალექსიძემ – განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა; ქეთევან ბარბაქაძემ – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა; თეა ხორგუაშვილმა – სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა; ციური დურულმა – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა.
ოფიციალური შეხვედრის დასასრულს, პირველკურსელთათვის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა, ანა იმნაძემ საინფორმაციო პრეზენტაცია წარადგინა.
პირველკურსელთა მიღების ღონისძიების აღნიშვნა არაოფიციალურ ფორმატში, ატენის ხეობაში გაგრძელდა. ღია ცის ქვეშ გამართულ შეხვედრაზე პირველკურსელებს საშუალება მიეცათ, უშუალო გარემოში უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი, ჩართულიყვნენ გუნდურ აქტივობებში და საკუთარი სპორტული თუ შემოქმედებითი პოტენციალი წარმოეჩინათ.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ ულოცავს თითოეულ სტუდენტს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას და ნაყოფიერ, საინტერესო სასწავლო წელს უსურვებს!
-
„გორის დღეები 2026“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი სახალხო დღესასწაულში მონაწილეობდა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში „დედა ენის“ 150-წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გაიხსნა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი