გორის უნივერსიტეტში როსტომ ჩხეიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური დღეების ფარგლებში გაიმართა მწერალ როსტომ ჩხეიძის წიგნის „ქართული მწერლობა თვალის ერთი გადავლებით“ პრეზენტაცია, სადაც ავტორმა ვრცლად ისაუბრა წიგნის დაწერის ისტორიაზე და, ამ თვალსაზრისით, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის როლზე, წიგნის მნიშვნელობასა და მისი შექმნის სირთულეებზე, შემდგომში თარგმნისა და დასავლეთის მკითხველისათვის გაცნობის საჭიროებაზე.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეხვედრაზე წიგნის ირგვლივ მოსაზრებები გამოთქვეს, მისმა რეცენზენტმა, პროფესორმა ნანა კუციამ და პროფესორმა ნინო ვახანიამ, მათ ხაზი გაუსვეს წიგნის უნიკალურობას, რადგან მასში მართლაც თვალის ერთი გადავლებით და ახლებურად არის გააზრებული და გადმოცემული ქართული მწერლობის ძირითადი კონცეფციები და საკითხები უძველესი პერიოდიდან – დღემდე.
შეხვედრას ესწრებოდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
პრეზენტაცია შეაჯამა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ.
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაში მიღება გამოცხადდა – დეტალები by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება და დასაქმების ფორუმი გაიმართა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- შეხვედრა შედგა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის კოორდინატორს შორის by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი