შეხვედრა შედგა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის კოორდინატორს შორის
მიმდინარე წლის 29 ივლისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის კოორდინატორი, ბატონი ზექერია გულთექინი. შეხვედრა გაიმართა გორის უნივერსიტეტის რექტორ, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილთან, სადაც განიხილეს გორის უნივერსიტეტსა და იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტს შორის არსებული თანამშრომლობის შედეგები, საქმიანი ურთიერთობები, მათი შემდგომი განვითარების გეგმები და პერსპექტივები.
შეხვედრას ესწრებოდნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ზურაბ ზურაბაშვილი.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციების ციკლი დაიწყო
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი კაროლი გასპარის უნივერსიტეტის პროფესორ ტუნდე კომარომის მასპინძლობდა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაში – „რა? სად? როდის?“ გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი