გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაში მიღება გამოცხადდა – დეტალები
დამტკიცდა ბრძანება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მაგისტრანტობის კანდიდატთა მიღებას.
უნივერსიტეტის რექტორის, ალექსანდრე მღებრიშვილის ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, განისაზღვრა საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და შესაბამისი ვადები.
რეგისტრაცია და საბუთების მიღება დაწყებულია და იწარმოებს 23 სექტემბრის ჩათვლით.
პროგრამები:
საქართველოს ისტორია;
ქართული სალიტერატურო ენა;
ქართული ლიტერატურა;
ანგლისტიკა;
ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა;
სამართალი;
სასტუმროს მენეჯმენტი;
საჯარო მმართველობა.
მაგისტრატურაში მიღების ვადები:
მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია/საბუთების მიღება – 19 აგვისტო – 23 სექტემბერი;
გამოცდა ინგლისურ ენაში (გარდა ანგლისტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის) – 24 სექტემბერი;
გამოცდა სპეციალობაში – 26 სექტემბერი.
მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
- განცხადება რექტორის სახელზე;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ასლი (დედნის წარმოდგენით) ან ცნობა აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
- ორი ფოტოსურათი (3X4) და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- ვაჟებისათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ან სამხედრო ბილეთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი.
ინფორმაცია, საჭირო საბუთების, შიდა გამოცდების ჩატარებისა და შედეგების გამოცხადების შესახებ იხილეთ რექტორის ბრძანებაში.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მეცხრე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების სამეცნიერო სტატია Scopus-ის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი