გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება და დასაქმების ფორუმი გაიმართა
მიმდინარე წლის 6 აგვისტოს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება და დასაქმების ფორუმი.
შეხვედრა გახსნა, სტუმრებს და კურსდამთავრებულებს მიესალმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც მიმოიხილა გასული 2023-2024 სასწავლო წელი, ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლებიც სტუდენტთა აქტიური ჩართულობით განხორციელდა.
კურსდამთთავრებულებს უნივერსიტეტის დასრულება მიულოცა საქართველოს პარლამენტის წევრმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ასევე ხაზი გაუსვა სტუდენტთა როლს ქვეყნის განვითარებისა და წარმატების პროცესში. კურსდამთავრებულებს მიესალმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ნოდარ პაპუკაშვილი, რომელმაც ახალგაზრდებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის, ბატონი გიორგი ამილახვრის სპეციალური მილოცვა გადასცა და მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს მომავალი თაობის განათლების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
შეკრებილ საზოგადოებას და უნივერსიტეტის კურსდამტავრებულებს მიესალმნენ: შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, გორის საგანამანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ბერძნიშვილი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით კვერნაძე, განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა ალექსიძე, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარიკა შერაზადიშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ლიზი ბალახაშვილი.
ღონისძიების დროს მადლობის სიგელები გადაეცათ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „მაჩაბლის“ საორგანიზაციო ჯგუფში ჩართულ სტუდენტებს, ასევე გორის უნივერსიტეტის იმ სტუდენტებს, რომლებმაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ „სტუდფესტი 2024“-სა და სხვადასხვა მაღალი რანგის სპორტულ შეჯიბრებებში საპრიზო ადგილები მოიპოვეს და განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტის სპორტულ ცხოვრებაში.
ღონისძიების დასასრულს სპეციალური სიგელები გადაეცათ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს.
შეხვედრას მუსიკალურად აფორმებდნენ გორის მუნიციპალიტეტის ააიპ კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსთან არსებული ანსამბლი „გორი“. სათემოს საჯარო სკოლის წამყვანი პედაგოგი მარეხ ოქროპირიძე და მუსიკის პედაგოგი მზია ბერიანიძე.
- გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა 5 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული ინდუსტიისა და ვიდეომონტაჟის შესახებ ტრენინგები ჩატარდა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიშო ჯალაბაძის სახელობის სტიპენდიის გადაცემის ღონისძიება ჩატარდა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი