GE

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი დოქტორანტურაში მიღებას აცხადებს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას დოქტორანტურაში სპეციალობაზე: საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა (საჯარო მმართველობა – 5 ვაკანტური ადგილი).

საბუთების მიღება დაიწყება მიმდინარე წლის 8 ოქტიმბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) 11:00-18:00 საათამდე.

უცხოურ ენაში, აპლიკანტთა მომზადების ხარისხი, უნდა აკმაყოფილებდეს არა ნაკლებ B2 დონეს.

უცხო ენის გამოცდისაგან თავისუფლდებიან ის აპლიკანტები, რომლებიც წარმოადგენენ სერტიფიკატს სტანდარტიზებული ტესტირების შედეგების შესახებ არანაკლებ B2 დონის შეფასებით ან სწავლობდნენ და აკადემიური ხარისხი მინიჭებული აქვთ უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ.

დეტალური ინფორმაცია წარსადგენი საბუთებისა და პროცედურების შესახებ იხილეთ ბმულზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური