GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში პაატა ზაქარეიშვილის საჯარო ლექცია გაიმართა

მიმდინარე წლის 7 ივნისს უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე სასაუბროდ მიიწვიეს უნივერსიტეტის პროფესორი პაატა ზაქარეიშვილი.

საჯარო ლექციაზე – „ საქართველოს ისტორიული წარსული 1989 წლიდან დღემდე“, პროფესორმა განიხილა ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია, ისაუბრა 9 აპრილის მნიშვნელოვნებისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით აღიარებული დებულებების შესახებ, შეაფასა დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს განვითარების ძირითადი მიმართულებები, შეეხო იმ გამოწვევებსაც. რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დღემდე არსებობს.

ლექციის დასასრულს პროფესორმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა.

საჯარო ლექციას უნივერსიტეტის სხვადასხვა სკოლის სტუდენტები ესწრებოდნენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი