GRUNI 9-12 კლასების მოსწავლეებს საერთაშორისო ახალგაზრდული ლიდერობის სასერტიფიკატო პროგრამას სთავაზობს
თუ ხარ მე-9, მე-10, მე-11 ან მე-12 კლასის მოსწავლე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, Global Citizen Education Group-თან თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო ახალგაზრდული ლიდერობის სასერტიფიკატო პროგრამას (IYLCP) გთავაზობს.
პროგრამის ფარგლებში:
- გაივლი ინტენსიურ, 9-კვირიან გადამზადებას
- გამოიმუშავებ თანამედროვე ლიდერისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს
- მიიღებ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს
სესიები ჩატარდება ონლაინ, ინგლისურ ენაზე და მოიცავს შემდეგ თემებს:
- ხელოვნური ინტელექტი და ლიდერობა
- დროის მენეჯმენტი და მიზნის დასახვის ხელოვნება
- სტრესის მენეჯმენტი
- ემოციური და კულტურული ინტელექტი
- პრობლემისა და კონფლიქტის გადაჭრის გზები
- მეწარმეობა
- პროექტის მენეჯმენტი და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ეთიკა
პროექტი 20 სექტემბერს დაიწყება და 15 ნოემბრამდე გაგრძელდება.
დარეგისტრირება შეგიძლია 7 სექტემბრამდე ბმულზე
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს მიენიჭა „ბრწყინვალების ჯილდო განათლებაში“
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
„მეცნიერული კვლევების ინტერნაციონალიზაცია საქართველოში“ – GRUNI-ში საგრანტო პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
ხელოვნური ინტელექტი (AI) და პროგრამირება ბიზნესში – 28 თებერვალს GRUNI-ს ახალი საბაკალავრო პროგრამის ონლაინ ღია კარის დღე გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი