GE

GRUNI-ს აკადემიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, პროფესორ ვლადიმერ პაპავას საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის აკადემიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანს, პროფესორ ვლადიმერ პაპავას, განათლებისა და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, გრუნის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

უნივერსიტეტის მიერ 28 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე, პროფესორმა პაპავამ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მოხსენება – „ნეკროეკონომიკა, რეტროეკონომიკა და ზომბიეკონომიკა“ წარუდგინა.

გრუნის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ მაღალი შეფასება მისცა ვლადიმერ პაპავას მიერ წარმოდგენილი მოხსენების სამეცნიერო ღირებულებას და ზოგადად, მის ღვაწლს ქართული მეცნიერების განვითარებაში, რისი დადასტურებაცაა დოქტორის საპატიო წოდების მინიჭება.

ღონისძიების ფარგლებში, ვლადიმერ პაპავას 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კრებულის – „ეკონომიკური მეცნიერება და საქართველოს ეკონომიკა“, პრეზენტაციაც გაიმართა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური