GRUNI-ს ასოცირებული პროფესორი საფრანგეთის სანდო ხელოვნური ინტელექტის სამიტში მონაწილეობდა
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირებისა და კომპიუტერული მეცნიერების დოქტორი ნინო ცხოვრებაშვილი საფრანგეთის სანდო ხელოვნური ინტელექტის სამიტში მონაწილეობდა.
უნივერსიტეტის მიერ 10 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სამიტი (Trustworthy AI Summit) ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებით სამრეწველო, ტექნოლოგიური და იურიდიული საკითხების რეგულაციებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ფორუმია, რომლის მიზანია პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის დანერგვის დაჩქარება დიალოგის, იდეების გაზიარებისა და თანამშრომლობის უნიკალური სივრცის შექმნით.
სამიტი ორგანიზებული იყო მსოფლიოს უდიდესი კვლევითი ცენტრის – EDF Lab Paris-Saclay მიერ, რომელიც ერთ სივრცეში 1 200-ზე მეტ მკვლევარს აერთიანებს.
სამიტის მუშაობაში მონაწილეობდა ევროკომისიის რობოტიკის, ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციების განყოფილების უფროსის მოადგილე სესილ ჰუეტი, რომელმაც მონაწილეებს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით ევროპაში არსებული კანონმდებლობა და სტატისტიკა გააცნო.
სამიტს ესწრებოდნენ: სხვადასხვა სამინისტროს ხელოვნურ ინტელექტზე პასუხისმგებელი დეპარტამენტის თანამშრომლები, მეცნიერები ცნობილი კვლევითი ცენტრებიდან და ინდუსტრიის წარმომადგენლები.
-
GRUNI-სა და ტეხასის A&M უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, TESOL პროგრამის მეშვიდე ნაკადი გაიხსნა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს Campus France-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში ნატოს ახალგაზრდული სამიტი 2025 გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი