GRUNI-ს პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით, პერსონალისთვის საინფორმაციო სემინარი ჩატარდა
8 ოქტომბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ახლად მოწვეული და აკადემიური პერსონალისთვის, საუნივერსიტეტო გარემოსთან სწრაფი ადაპტირების მიზნით, საინფორმაციო სემინარი ჩატარდა.
უნივერსიტეტის მიერ 9 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სწავლების ცალკეულ თემატურ სექციებს უძღვებოდნენ: რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე; რექტორის მოადგილე იურიდიულ და საორგანიზაციო საკითხებში, პროფესორი გულნაზ გალდავა; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე გიგა თვაური; პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ფიქრია ბერიძე; ადამიანური რესურსების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ყუბანეიშვილი; ელექტრონული ბაზების ადმინისტრატორი დავით ბიკოევი.
უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ახლად მოწვეულ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს უნივერსიტეტის მისია, საუნივერსიტეტო საზოგადოების ეთიკის კოდექსი, აკადემიური თავისუფლების პრინციპები, სტუდენტებთან ურთიერთობის ტაქტიკა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის რეგულაციები გააცნეს; განუმარტეს ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები, პერსონალის შეფასების შედეგების გამოყენებისა და უკუკავშირის პრინციპები, პროგრამის/სილაბუსის შემუშავების, ცვლილებების შეტანისა და დამტკიცების წესები, სწავლება-სწავლის ინტერაქტიური მეთოდები, პერსონალის პროფესიული განვითარების მექანიზმები, სტუდენტის მიერ შეფასების გასაჩივრების პროცედურები, სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში (ნექსუსი) მუშაობის პრინციპები, ფორმები და მათ შეკითხვებსაც უპასუხეს.
-
GRUNI-ში მდგრადი ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების წარდგენის ღონისძიება გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
13 დეკემბერს GRUNI-ში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში ლიდერობის პროგრამა – IYLCP საზეიმოდ დაიხურა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი