GRUNI-ში სტუდენტური კონფერენცია – „ჩემი პირველი სამეცნიერო ნაშრომი“ გაიმართა
6 ივლისს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, სტომატოლოგიის სკოლის ორგანიზებით, სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია – „ჩემი პირველი სამეცნიერო ნაშრომი“ გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 8 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონფერენცია მიზნად ისახავდა სტუდენტებში კვლევითი უნარების განვითარებას, სამეცნიერო აზროვნების ხელშეწყობასა და აკადემიური წერის კულტურის გაძლიერებას.
სტომატოლოგიის სკოლის სტუდენტებმა წარმოადგინეს პირველი სამეცნიერო ნაშრომები, განიხილეს თანამედროვე სტომატოლოგიის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, კლინიკური პრაქტიკის გამოწვევები, პრევენციული მიდგომები და პაციენტის მოვლის თანამედროვე სტანდარტები.
ღონისძიება დასრულდა დისკუსიით, მონაწილეებმა აკადემიური პერსონალისაგან საყურადღებო რჩევები და რეკომენდაციები მიიღეს.
-
GRUNI-ს მედიაციის ცენტრი ახალ სასწავლო წელს ახალი პროექტებითა და ინიციატივებით იწყებს
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში Welcome Party 2026 გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორი პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი