გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა შვეიცარიულ კომპანია CURADEN-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა შვეიცარიულ კომპანია CURADEN-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიზანია სტომატოლოგიური განათლების ხარისხის კიდევ უფრო გაძლიერება, თანამედროვე ევროპული საგანმანათლებლო პრაქტიკის ინტეგრირება და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტსა და CURADEN-ს შორის თანამშრომლობა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს, კერძოდ:
გრუნიში საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის – iTOP (Individually Trained Oral Prophylaxis)- დანერგვას, სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტებისა და სასწავლო-კვლევითი და კლინიკური ცენტრის -„გრუნივერსის“ ექიმებისთვის პრაქტიკული ტრენინგების ორგანიზებას, სასწავლო პროცესში თანამედროვე პრევენციული სტომატოლოგიის სწავლების მეთოდოლოგიის ინტეგრირებასა და სტუდენტებისთვის CURADEN-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო ბანაკებსა და პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობის შექმნას.
კომპანია CURADEN მსოფლიოს მასშტაბით აღიარებულია პრევენციული სტომატოლოგიის, პირის ღრუს ჰიგიენისა და ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომების განვითარებით.
კომპანიის მიერ შექმნილი iTOP მეთოდოლოგია დღეს წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს მრავალ წამყვან უნივერსიტეტსა და კლინიკაში და წარმოადგენს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ თანამედროვე სტანდარტს პირის ღრუს ჯანმრთელობის განათლებაში.
შეხვედრაზე კომპანიის ხელმძღვანელმა წარმოადგინა CURADEN-ის საქმიანობა, საერთაშორისო ხედვა და iTOP-ის საგანმანათლებლო კონცეფცია, ასევე, ის შესაძლებლობები, რომლებსაც ახალი თანამშრომლობა გრუნის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს სთავაზობს.
წარმატებული საერთაშორისო კომპანიის პარტნიორობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უნივერსიტეტში თანამედროვე ევროპული სტანდარტების დანერგვას, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების განვითარებასა და მომავალი სტომატოლოგების პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას
-
GRUNI-ში სტუდენტური კონფერენცია – „ჩემი პირველი სამეცნიერო ნაშრომი“ გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას შორის მემორანდუმი გაფორმდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს სტუდენტები საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტში მონაწილეობდნენ
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი