GRUNI-ს ორი სტუდენტი, 2025-2026 სასწავლო წლის პირველ სემესტრში, ნანტის უნივერსიტეტში ისწავლის
ნანტის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორული თანამშრომლობის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები – ნია მაღრაძე და ანამარია ბალიაშვილი, 2025-2026 სასწავლო წლის პირველი სემესტრის განმავლობაში, ნანტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლიან.
უნივერსიტეტის მიერ 20 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სემესტრის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტებს გადაეცემათ ნანტის უნივერსიტეტის სერტიფიკატი, ხოლო GRUNI საფრანგეთში მიღებულ კრედიტებს აღიარებს.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ულოცავს ნიასა და ანამარიას საფრანგეთის პრესტიჟული სასწავლებლის სტუდენტობას და მათ კიდევ მრავალ წარმატებას უსურვებს.
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა შვეიცარიულ კომპანია CURADEN-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში სტუდენტური კონფერენცია – „ჩემი პირველი სამეცნიერო ნაშრომი“ გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას შორის მემორანდუმი გაფორმდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი