GRUNI-სა და საქართველოს წითელ ჯვარს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და საქართველოს წითელ ჯვარს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
GRUNI-ს მიერ 29 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, თანამშრომლობა გულისხმობს ერთობლივ პროექტებს, ტრენინგებსა და ინიციატივებს, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ საქმიანობაში უშუალოდ ჩაერთონ.
მემორანდუმი მიზნად ისახავს სტუდენტებისათვის ჰუმანიტარული განათლების, პრაქტიკული გამოცდილებისა და პროფესიული უნარების განვითარებას; სოლიდარობის, პასუხისმგებლობისა და სამოქალაქო აქტივობის ღირებულებების ჩამოყალიბებას.
მემორანდუმის ფარგლებში უკვე განხორციელდა პირველი პროექტი, ბიზნესისა და საჯარო მმართველობის მიმართულების 5 სტუდენტი დაბა ჩაქვში, ტრენინგზე „ჰუმანიტარული კომუნიკაციის გაძლიერება საქართველოში“ გაემგზავრა.
-
20 მაისს GRUNI-ში სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს პორტუგალიელი პროფესორი სტუმრობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორი ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი