GRUNI საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსს აცხადებს
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერული კვლევისა და შემოქმედებითი ინიციატივის განვითარების ფონდი აცხადებს საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანია უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა/წახალისება და ამ პროცესში უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევრების/ სტუდენტების მონაწილეობის გაზრდა.
GRUNI-ს მიერ 26 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონკურსის პირობები, ვადები, საკვლევი მიმართულებები შემდეგია:
პროექტის აუცილებელი პირობაა კვლევის შედეგების ასახვა სამეცნიერო სტატიის ფორმატით და საზღვარგარეთის მაღალრეიტინგულ ჟურნალში მისი გამოქვეყნება. კერძოდ, მისაღებია ის ჟურნალები, რომლებიც ინდექსირებულია: Elsevier (Scopus და Science Direct) და Web of Science-ის ბაზებში. გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ ხარჯებს (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში) საგრანტო თანხა უნდა მოიცავდეს. კონკრეტულ გამომცემლობასთან კონტაქტს, სტატიის ფორმატსა და სხვა დეტალებს თავად კონკურსანტი უზრუნველყოფს.
უპირატესობა მიენიჭება ისეთ პროექტებს, რომლებშიც თვალსაჩინოდ იქნება გამოკვეთილი:
- პრობლემის ინტერდისციპლინური კვლევა;
- საკვლევი საკითხის აქტუალობა;
- კვლევის მეთოდების ორიგინალურობა/ეფექტიანობა;
- კვლევის შედეგების თეორიული ან/და პრაქტიკული მნიშვნელობა.
პროექტში მონაწილეობის პირობები:
- პროექტის ხელმძღვანელი აუცილებელია იყოს გრუნის აფილირებული თანამშრომელი;
- სამეცნიერო პროექტი უნდა აერთიანებდეს მინიმუმ 3 პროფესორს და მინიმუმ 3 სტუდენტს (ნებისმიერი საგანმანათლებლო საფეხური);
- პროექტის წარსადგენად სავალდებულოა შესაბამისი საპროექტო განაცხადის შევსება (არა უმეტეს 1000 სიტყვისა);
- პრიორიტეტი მიენიჭება ინტერდისციპლინურობასა და თბილისისა და ბათუმის წარმომადგენლობის მიერ მიერ ერთობლივად/თანამშრომლობით მომზადებულ პროექტებს;
- სავალდებულოა კვლევის შემდგომი ვორკშოპის / ფორუმის ორგანიზება, კვლევის შედეგებით დაინტერესებული აუდიტორიისთვის გასაცნობად.
პროექტის კალენდარი:
- კონკურსის გამოცხადება – 2025 წლის 29 სექტემბერი;
- საკონკურსო პროექტის წარდგენის საბოლოო ვადა – 2025 წლის 9 ოქტომბერი;
- გამარჯვებული პროექტების გამოვლენა – არაუგვიანეს 2025 წლის 24 ოქტომბერი;
- გამარჯვებული პროექტის დასრულება – 2026 წლის 15 ივლისი.
პროექტის ბიუჯეტი (საორიენტაციო) – არა უმეტეს 8000 ლარი.
პრიორიტეტული სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებები სკოლების მიხედვით:
სამართლის სკოლა:
- გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის სამართლებრივი და ინსტიტუციური უზრუნველყოფა;
- სამართლებრივი სისტემის ციფრული ტრანსფორმაცია;
- საერთაშორისო თანამშრომლობა სისხლის სამართლის სფეროში და ადამიანის უფლებები.
საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლა:
- სახელმწიფო მმართველობის ციფრული ტრანსფორმაცია;
- გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაცია საქართველოში;
- საჯარო სამსახურის რეფორმა.
ჰუმანიტარული და სოციალური მენიერებების სკოლა:
- თანამდროვე ქართული პრესა და ციფრული ტექნოლოგიები;
- მედიასაგანმანათლებლო და მედიაკომუნიკაციური ფენომენების შესწავლა;
- კლინიკური ფსიქოლოგია.
მედიცინის სკოლა:
- მშობიარობის თანამედროვე მეთოდები და ჩვილ ბავშვთა ჯანმრთელობა;
- ეკოლოგიის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე;
- თანამედროვე დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
- საექიმო სპეციალობისა და ინფექციების კონტროლის გავლენა პრაქტიკოსი სტომატოლოგების Helicobacter Pylori-ით ინფიცირების მაჩვენებელზე;
- პირის ღრუს ჯანმრთელობის შესახებ ცოდნის შეფასება, ცალკეული რეგიონების მიხედვით.
ბიზნესისა და მართვის სკოლა:
- ჩრდილოვანი ბანკინგისა და ფინტეკ ტექნოლოგიების როლი საქართველოს საფინანსო სექტორის განვითარებაში;
- ციფრული ტექნოლოგიები ტურიზმში;
- გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები და ბიზნესპროცესები საქართველოში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
-
GRUNI-ში ლიდერობის პროგრამა – IYLCP საზეიმოდ დაიხურა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს აკადემიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, პროფესორ ვლადიმერ პაპავას საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი