GRUNI-ში გარე მობილობა იწყება – რეგისტრაციის ვადები და პირობები
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გარე მობილობა იწყება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ელექტრონულ პორტალზე გამოაქვეყნა რეგისტრაციის ვადები გარე მობილობით სარგებლობის მსურველი სტუდენტებისათვის.
იმისათვის, რომ სტუდენტმა შეძლოს გარე მობილობით სარგებლობა, აუცილებელია, პირვანდელ უნივერსიტეტში ერთი სასწავლო წლის განმავლობაში გააჩნდეს სტუდენტის აქტიური სტატუსი.
გარე მობილობის განსახორციელებლად, განათლების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ვადებში, სტუდენტი უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე (რეგისტრაციის გადასახადი შეადგენს 40 ლარს), აირჩიოს სასურველი უნივერსიტეტი/ფაკულტეტი და დაელოდოს პასუხს (შესაძლებელია 5 სხვადასხვა უნივერსიტეტის/ფაკულტეტის არჩევა).
პორტალზე რეგისტრაციის ვადაა 28 იანვრიდან – 11 თებერვლის 18:00 საათამდე.
იხილეთ: მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია
მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელია 16 თებერვალს.
მობილობის უფლების მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტი დაუყოვნებლივ უნდა ეწვიოს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ვებგვერდს, სადაც ახალ ამბებში სტუდენტს დახვდება ონლაინრეგისტრაციის ელექტრონული ბმული, ინსტრუქცია და ონლაინ ასატვირთი საჭირო დოკუმენტების ნუსხა.
GRUNI გისურვებთ წარმატებას!
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში Teen academy-ის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს მკვლევართა სტატია საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორი საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი