GE

GRUNI-ში მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია გრძელდება

საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაცია გაგრძელდა 2022 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით, 11:00-დან 18:00 საათამდე (შაბათის ჩათვლით);

იხილეთ პროგრამების ჩამონათვალი და სწავლის ღირებულებულება

მაგისტრანტობის კანდიდატებმა უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • განაცხადი (ივსება ადგილზე);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ბაკალავრის დიპლომის ასლი ნიშნების დანართთან ერთად (უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტიკურობის შესახებ);
  • ფოტოსურათი (3X4) CD დისკთან ერთდ;
  • სამხედრო ბილეთი ან მიწერის მოწმობა ვაჟებისათვის;
  • CV თანდართული ფორმით;
    რეგისტრაციის საზღაურის გადახდის ქვითარი

შენიშვნა:

  • მხოლოდ 2021-2023 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთათვის, დიპლომის არქონის შემთხვევაში, შეიძლება ცნობის წარმოდეგენა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ (კვალიფიკაციის/აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანოს სახელწოდება; მიღებული გადაწყვეტილების ნომერი, თარიღი), ასევე, აუცილებელია დიპლომის გაცემის კონკრეტული თარიღის მითითება;
  • კლინიკური ფსიქოლოგიისა და ფსიქოკონსულტირების სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია ფსიქოლოგიაში;
  • სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია

რეგისტრაციის საფასური და ინსტრუქცია

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური