GE

გრუნიში პარაგვაის სან სებასტიანის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი შედგა

2023 წლის 4 აპრილს გრუნის პარტნიორი, პარაგვაის სან სებასტიანის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია, რომელსაც რექტორი, პროფესორი ფულგენციო სამუდიო ოზუნა ხელმძღვანელობდა.

სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის სასწავლო გარემო, ლაბორატორიები, გაეცნენ საგანმანათლებლო პროგრამებსა და სასწავლო პროცესს, შემდეგ კი სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ადმინისტრაციის, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ერთობლივი გაცვლითი პროგრამების განხორციელების საკითხი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გრუნის აკადემიური პერსონალი, როგორც საერთაშორისო ექსპერტი, მხარს დაუჭერს პარაგვაის სან სებასტიანის უნივერსიტეტს აკრედიტაციის პროცესში.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარაგვაის ელჩი თურქეთში, მისი აღმატებულება ცეფერინო ვალდეს პერალტა და საპატიო კონსული საქართველოში ზურაბ ხუნტუა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური